თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $7.75 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.3%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $2 მლრდ იყო (გაიზარდა 14.2%-ით), ხოლო იმპორტი $5.7 მლრდ (გაიზარდა 15.7%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-აპრილში $3.7 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.1%-ია.