თბილისი (GBC) - „პეისერამ" პირველი კვარტალი ზარალით დაასრულა. თუმცა წლიურად თითქმის 10-ჯერ შეუმცირდა, 36 000 ლარამდე (Q1/2024 – ₾326 000).
ციფრული ბანკის გენერალური დირექტორი დიმიტრი ქუმსიშვილი 2024 -ის მოგებით დასრულებას აანონსებდა, თუმცა მოლოდინი გაუცრუვდა, ვერ გავიდა (2024: - 792 ლარი).
ახლადდაწყებული საფინანსო ინსტიტუტისთვის ზარალი სტანდარტული მოცემულობაა, რადგან ხარჯი მეტი აქვს. ამასთან 36 000 ლარის ჯარიმის გადახდაც მოუწია სებ-ისთვის.
ფულის გათეთრების კანონმდებლობის დარღვევისთვის პეისერა რეგულატორმა 46 000 ლარით დააჯარიმა.
1 აპრილისთვის ციფრული ბანკი 19.7 მლნ ლარის აქტივებით არის წარმოდგენილი. მისი ძირითადი საქმიანობა გადარიცხვებია, 20 ვალუტაში.
საბაზრო უპირატესობა დაბალი საკომისიო. ევროპის მიმართულებით 7 ევროა. ყველაზე ძვირი (15 ევრო ეკვივალენტი) ჩინური იუანის ტრანზაქციაა და ხელმისაწვდომია მხოლოდ იურიდიული პირებისთვის.
ევროს დაბალი ტარიფი განპირობებულია SEPA-ში (ევროს ერთიანი გადახდის სივრცე) ჩართულობით და ამ ნიშნითაც კონკურენტულ უპირატესობაშია.
პეისერას სასესხო და სადეპოზიტო პროდუქტები არ გააჩნია. მხოლოდ მიმდინარე ანგარიშებით (3.4 მლნ ლარი) არის წარმოდგენილი.
|
მლნ ₾ |
მლნ ₾ |
აქტივები |
19.7 |
11.6 |
სა-% შემოსავალი |
0.138 |
0.096 |
პერსონალის ხარჯი |
0.413 |
0.334 |
ლიკვიდ/მთლ აქტივებთან |
59.7% |
83.7% |
წმინდა მოგება |
0.036 |
0.326 |
კაპიტალი |
9.6 |
7.67 |
წყარო: BRG & ბანკი & სებ-ი &