თბილისი (GBC) - სებ-მა მარტში ბაზრის მონაწილეებისთვის 55 000 ლარის ჯარიმების გამოწერაზე განაცხადა.მათ შორის ყველაზე მეტით, 29 000 ლარით „თ-ნ გოლდია“ (მეკუთრეების: ხათუნა ჩიკვაიძე 82%, თამარ და ნინო ჩიბურდანიზეებნი 18%) სანქცირებული.
სესხის გამცემმა (სგს) ფინანსურ მონიტორინგს აღრიცხვის ფორმა დაუგვიანა, რისთვისაც დაჯარიმდა 5 000 ლარით. ზედამხედველს კი 2 კლიენტზე არასწორი დოკუმენტაციაა წარუდგინა და 2 000 – 2 000 ლარი გამოუწერეს.
ამასთან სგს-ს პროგრამული სისტემა ხარვეზებით მუშაობს. საეჭვო მომხმარებლის იდენტიფიცირება უჭირს. პროგრამამ ვერ შეძლო ყველა სანქცირებული პირის ავტომატური გამოვლენა/ბლოკირება, რისთვისაც 15 000 ლარით დაჯარიმდა.
ამას დაემატა 2 000 ლარი 1 კლიენტთან, საქმიანობის არსის დაუდგენლობის გამო და 1 000 ლარი მე-2 კომპანიისთვის მომსახურების გაწევისთვის, მმართველობის სტრუქტურის დადგენის გარეშე.
სგს - ს ასევე დარღვეული აქვს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგება (სებ-ს 2 არასწორ ინფორმაცია მიაწოდა და დაჯარიმდა 2 000 ლარით).
AML/CFT კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის სანქცირებულია 3 მისო. მ.შ. „გირო კრედიტი“ (მესაკუთრე გიორგი გუგუმბერიძე) დაჯარიმებულია 10 000 ლარით.
10 000 ლარით სანქცირებულია მ/ო „მონეტა ექსრესი“ (მესაკუთრეები: ზვიად გუბელაძე 50%, გიორგი და ზურაბ ახვლედიანები 50%), მონიტორინგს დაქვემდებარებულ 5 ტრანზაქციაზე ინფორმაციის დამალვისთვის.
მისომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ინფორმაცია არ მიაწოდა (თითო ფაქტზე სანქცია 2 000 ლარია ).
6 000 ლარით დაჯარიმდა მ/ო „მაიკრო ფინი“ (სს-ის სამეთვალყურეო საბჭო: თამარ და ლევან ლებანიძეები), 2 კლიენტის ფულადის სახსრების წარმომავლობის არასათანადოდ შესწავლისთვის (3 000+3 000)
წყარო: NBG & BRG