ტრანსპორტი +14.2%, სურსათი +4.9%: საქსტატი ივლისის ინფლაციის მაჩვენებლ...
ყოველთვიური ინფლაციის
მაჩვენებლის ფორმირებაზე
ძირითადი გავლენა იქონია
ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე: სურსათი და
უალკოჰოლო სასმელები:
ჯგუფში ფასები შემცირდა
0.9%-ით, რაც თვის ინფლაციაზე
-0.3 პ.პ.-ით აისახა. ფასები
შემცირებულია
ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და
ბაღჩეული (-12.3%), ხილი და
ყურძენი (-2.8%), შაქარი, ჯემი და
სხვა ტკბილეული (-0.8%),
მინერალური და წყაროს
წყალი, უალკოჰოლო
სასმელები და ნატურალური
წვენები (-0.5%), ხორცი და
ხორცის პროდუქტები (-0.3%),
თევზეული (-0.1%). ამასთან,
ფასები გაიზარდა
ქვეჯგუფებზე: ყავა, ჩაი და
კაკაო (2.3%), რძე, ყველი და
კვერცხი (2.1%), ზეთი და ცხიმი
(1.2%), პური და პურპროდუქტები
(0.7%);ტანსაცმელი და
ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები
შემცირდა 4.9%-ით, რაც თვის
ინფლაციაზე -0.22 პ.პ.-ით
აისახა. ფასები
შემცირებულია როგორც
ტანსაცმლის (-6.4%), ისე
ფეხსაცმლის (-2.4%)
ქვეჯგუფებზე;
საცხოვრებელი, წყალი, ელ.
ენერგია, აირი: ჯგუფში
ფასები გაიზარდა 0.8%-ით.
შესაბამისად, ჯგუფის
წვლილმა თვის ინფლაციაში 0.08
პ.პ. შეადგინა. ფასები,
ძირითადად, გაიზარდა
საცხოვრებლის ფაქტობრივ
გადასახადსა (2.3%) და
საცხოვრებლის მიმდინარე
მოვლასა და შეკეთებაზე
(1.3%). საქსტატის
მონაცემებით, წლიური
ინფლაციის ფორმირებაზე
ძირითადი გავლენა იქონია
ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე: სურსათი და
უალკოჰოლო სასმელები:
ჯგუფში ფასები გაიზარდა
4.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე
1.74 პ.პ.-ით აისახა. ფასები
მომატებულია ქვეჯგუფებზე:
თევზეული (18.2%), ხორცი და
ხორცის პროდუქტები (9.2
პროცენტი), პური და
პურპროდუქტები (8.1%), ზეთი და
ცხიმი (7.6%), ყავა, ჩაი და კაკაო
(6.4%), რძე, ყველი და კვერცხი
(4.2%), ხილი და ყურძენი (2.5%),
შაქარი, ჯემი და სხვა
ტკბილეული (1.7%), მინერალური
და წყაროს წყალი, უალკოჰოლო
სასმელები და ნატურალური
წვენები (1.5%). ამასთან,
ფასების კლება დაფიქსირდა
ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე
(-5.7%);ტრანსპორტი: ჯგუფში
ფასები გაიზარდა 14.2%-ით, რაც
წლიურ ინფლაციაზე 1.66 პ.პ.-ით
აისახა. ფასები
მომატებულია პირადი
სატრანსპორტო
საშუალებების
ექსპლუატაციაზე (20.1%) და
სატრანსპორტო
მომსახურებაზე
(10.8%);საცხოვრებელი, წყალი,
ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში
ფასები მომატებულია 8.3%-ით,
რაც 0.8 პ.პ.-ით აისახა მთლიან
ინდექსზე. ფასები
გაზრდილია ქვეჯგუფებზე:
ელექტროენერგია, აირი და
სათბობის სხვა სახეები (10.4%),
ფაქტობრივი გადასახადი
საცხოვრებელზე (8.2%),
საცხოვრებლის მიმდინარე
მოვლა და შეკეთება
(8%);ჯანმრთელობის დაცვა:
მოცემულ პერიოდში ჯგუფში
ფასები გაიზარდა 4.7%-ით, რაც
ჯამურ ინფლაციაზე 0.4 პ.პ.-ით
აისახა. ფასები გაიზარდა
ქვეჯგუფებზე: სამედიცინო
პროდუქცია, აპარატურა და
მოწყობილობა (7.7%) და
ამბულატორიული სამედიცინო
მომსახურება (2.7%).
1785741225