თბილისი (GBC) - სებ-მა 13 აგვისტოს ვალუტის დამხურდავებელი 2 ინდმეწარმის (ი/მ) და 3 შპს-ს სანქცირებაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა.

AML/CFT კანონმდებლობის დარღვევისთვის ზედამხედველმა 2 მლნ ლარზე მეტი ჯარიმები გამოუწერა სავალუტო ჯიხურებს : დემე, &, მსხალაძე, ბერიძე, სირაბიძე.

დარღვევა-გადაცდომები  თითქმის იდენტურია. მარეგულირებელი ბაზრის მონაწილეებს მონიტორინგის, აღრიცხვის და ანგარშგების წესების დარღვევას ედავება.

უმეტეს შემთხვევაში სავალუტო პუნქტების ტრანზაქციები დაუარქივებელია. არ არის გატარებული ელექტრონულ სისტემაში. ასევე ბევრჯერ და განმეორებით მომსახურება გაწეულია ვერიფიკაციის გარეშე 

ბევრ შემთხვევაში დარღვეულია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის" კანონის 29-ე მუხლი - ხარვეზებია სუბიექტის შიდა პოლიტიკაში. ხშირად ირღვევა 27-ე მუხლი (VI პუნქტი) - სავალუტო ჯიხურის პროგრამული სისტემა ვერ აიდენტიფიცირებს საეჭვო გარიგებებს, მონაწილეებს და მათთან დაკავშირებულ პირებს, რაც 10 000 ლარით სანქცირებას ექვემდებარება. 

15 000 ლარია ჯარიმა, როცა სისტემა ყველა სანქცირებული პირის გამოვლენა-ბლოკირებას ვერ უზრუნველყოფს. 

ყველაზე სოლიდური, 747 000 ლარის გადახდა დაეკისრა ჯ&გ-ს. აქედან 56 000 სებ-მა დაუჯამა მხოლოდ განმეორებითი პროცედურული დარღვევისთვის (28 შემთხვევაზე ფინანსური მონიტორინგისთვის ინფორმაცია არაა მიწოდებული).

ფმ-ისთვის 5 -ჯერ არ მიწოდების და 17-ჯერ არასწორად მიწოდების 22 ფაქტზე 44 000 ლარი (სულ 188 000 დაეკისრა დემეს.

აღნიშნული კატეგორიის დარღვევისთვის (13 შემთხვევაზე ფ/მონიტორინგი არაა ინფორმირებული ) დაჯარიმებულია (₾26 000) ბერიძე, რომელსაც სულ 413 000 ლარი აქვს გასასტუმრებელი.