თბილისი (GBC) - ცენტრალურ აზიაში ციფრული საბანკო ეკოსისტემის ერთ-ერთმა წამყვანმა მოთამაშემ, TBC Group-ის შვილობილმა კომპანია TBC Uzbekistan-მა 2Q26-ის ფინანსური შედეგები (IFRS) გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, 2Q26-ის ბოლოსთვის TBC Uzbekistan-ის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა $879 მლნ-ს (10.48 ტრილიონ სუმი) მიაღწია, ხოლო ეკოსისტემის ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლების (MAU) რაოდენობა 5.8 მილიონამდე გაიზარდა.

ამასთან, კომპანიის საგადახდო ოპერაციების მოცულობა 2Q26-ში წლიურად 45%-ით გაიზარდა და $3.25 მლრდ-ს (38.8 ტრილიონ სუმი) გადააჭარბა, რაც უზბეკეთის მთლიანი საგადახდო ბაზრის 20%-ზე მეტს შეადგენს.

2Q26-ში TBC Uzbekistan-ის წმინდა საკომისიო შემოსავალმა $15 მლნ (179.2 მილიარდი სუმი) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-იან, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით 15%-იან ზრდას ასახავს. ამავე პერიოდში TBC Bank-ის სადეპოზიტო პორტფელმა $545 მლნ-ს (6.5 ტრილიონ სუმი) გადააჭარბა.

საანგარიშო პერიოდის შემდეგ, 24 ივლისს, TBC Group-მა დაასრულა OLX Uzbekistan-ის საკონტროლო პაკეტის შეძენის გარიგება, რაც ეკოსისტემის ფინანსური სერვისების მიღმა გაფართოების სტრატეგიული ნაბიჯია.

2Q26-ში კომპანიამ ასევე გააფართოვა პროდუქტების ხაზი: მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ჩაუშვა უზრუნველყოფილი სესხები და სახელფასო პროექტი, ხოლო ფიზიკური პირებისთვის - ავტოდაკრედიტების ციფრული პროდუქტი.

„TBC Uzbekistan-ს ჰქონდა წარმატებული კვარტალი: ჩვენ განვაგრძეთ მდგრადი ზრდის დემონსტრირება მთელ ეკოსისტემაში და ვუშვებდით ახალ პროდუქტებს, ხოლო უშუალოდ საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ დავხურეთ რამდენიმე გარიგება მნიშვნელოვანი ახალი აქტივების შეძენაზე.

ჩვენმა საგადახდო გადაწყვეტილებებმა მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა: ბაზრის მთლიანმა წილმა 20%-ს გადააჭარბა, ხოლო ჩვენი ფლაგმანური სადებეტო პროდუქტი TBC Salom ორჯერ მეტად გაიზარდა და რჩება ჩვენს ეკოსისტემაში კლიენტების შემოსვლის საკვანძო წერტილად. პარალელურად, განვაგრძეთ საკრედიტო პორტფელის დივერსიფიკაცია.

განვითარება მსბ (მცირე და საშუალო ბიზნესი) სეგმენტში იმპულსს აიღებს TBC Biznes-ის მასშტაბირებისა და უზრუნველყოფილი დაკრედიტების სეგმენტში ჩვენი ყოფნის გაფართოების კვალდაკვალ. ერთდროულად, ვავითარებთ საკრედიტო ბარათების TBC Osmon-ის მიმართულებას, რომელსაც პორტფელში სულ უფრო შესამჩნევი ადგილი უკავია. ცალკე მინდა აღვნიშნო OLX UZ-ის ინტეგრაცია TBC Uzbekistan-ის სტრუქტურაში. მოხარულები ვართ ერთობლივი მუშაობით და განვაგრძობთ სერვისების სრულყოფას როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე ბიზნესისთვის უზბეკეთში“, - განაცხადა TBC Uzbekistan-ის გენერალურმა დირექტორმა (CEO) ნიკა ქურდიანმა.

TBC Bank Group-ის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE) ივაჭრება.

2026 წლის ივლისში TBC Uzbekistan Euromoney Awards for Excellence-ის ოთხი ნომინაციის გამარჯვებული გახდა, მათ შორის დასახელდა „ცენტრალური აზიის საუკეთესო ციფრულ ბანკად“.