თბილისი (GBC) - საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი" დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა.

მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 205 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 49 900 ლარი შეადგინა.

ორივე კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.