თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკი (სებ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს (PSP) ანგარიშსწორების ანგარიშებს გაუხსნის

ამ უფლებამოსილების მინიჭებაზე სებ-ი აცხადებს. აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილე რეგისტრირებულ PSP-ს ეროვნული ბანკის ახალ საგადახდო ინფრასტრუქტურაზე წვდომა ანგარიშის გარეშეც ექნება, თუმცა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა დამატებით სარგებელს მოუტანს. ანგარიშსწორებას შეძლებს კომერციული ბანკების შუამავლობის გარეშე, რაც ამცირებს ხარჯებსა და ოპერაციულ შეზღუდვებს.

ეს კი დააჩქარებს პროვაიდერების მომხმარებლების გადახდის ოპერაციებს.