თბილისი (GBC) - სებსტატის მონაცემებით, ოქტომბერში რეგულატორმა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად საერთაშორისო სავალუტო რეზერვები $167.4 მლნ-ით შეავსო. ამდენად, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ $5.6 მლრდ–ს მიაღწია. 

სებში აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, რეგულატორის ცნობით, სები ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.

ამასთან, 2025 წლის სების მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

  • იანვარ-თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა
  • მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $101.7 მლნ
  • აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $266.4 მლნ
  • მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $245.4 მლნ
  • ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $266 მლნ
  • ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $416.9 მლნ
  • აგვისტო - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - $199.6 მლნ
  • სექტემბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - $100 მლნ
  • ოქტომბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - $167.4 მლნ

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 25 დეკემბერს გამოაქვეყნებს.