თბილისი (GBC) – ბოლო ორი კვირის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგის" მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის 67 ფაქტი აღკვეთეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღმოჩენილი დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 4 914 011 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯარიმა - 420 749 ლარის ოდენობით შეეფარდათ.