თბილისი (GBC) - სილქ ბანკი ზარალზეა. 1 აგვისტოს მდგომარეობით, 13 მლნ ლარს აღემატება.
წლიურად 6.5-ჯერ (01.08.2024 – 2.07 მლნ), ივლისში კი 1.8 მლნ ლარით გაზრდილია (01.07.2025 -₾11.2 მლნ). რასაც მენეჯმენტი ახალ პროდუქტებში ინვესტირებით ხსნის. ბანკს ციფრული არხები განვითარებისთვის ზრდის ხარჯებს.
რებრენდინგიდან 1 წელში, საკრედიტო პორტფელმა 115 მლნ-ს გადააჭარბა (01.07.2024 – 93 მლნ. + 27%Y.Y).
საშულოვადიანი პერიოდის (3 წელი) ამოცანა MAU-ს (ყოველთვიური მომხმარებლების რაოდენობა) 300 000-მდე გაზრდაა.
01.08.2025-ისთვის სასესხო პორტფელის დოლარიზაცია** 20-30% ფარგლებშია. ვადიან დეპოზიტებში* (109.3 მლნ ლარი) კი სავალუტოს (15.1 მლნ) წილი 14%-ს არ აღემატება.
7m.2025 / 7m.2024 |
მლნ ₾ |
₾ |
მლნ ₾ |
აქტივები |
210.2 |
₾ |
204.3 |
სესხები |
117.8 |
₾ |
93.07 |
მ.შ. საცალო |
52.7 |
₾ |
21.7 |
დეპოზიტები |
132.9 |
₾ |
124.0 |
სააქციო კაპიტალი |
66.8 |
₾ |
57,3 |
წმინდა ზარალი (მოგება) |
13.024 |
₾ |
2.07 |
წყარო:კომერციული ბანკი & BRG
(**) კაპიტალის მოთხოვნაზე შეღავათია სასესხო პორტფელის დოლარიზაციის ნიშნით. ლარიზაციის კამპანიის მიზნებისთვის მოქმედებს CICR (არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი). 40%-მდე დოლარიზაციისას რისკის წონა 40%-ს უტოლდება .ყოველ დამატებით 1%პ-ზე კი ბანკებს 3%-ით მეტი კაპიტალი მოეთხოვება.
* ანალოგიური მიდგომაა დეპოზიტებზე, სარეზერვო მოთხოვნის ნაწილში.