თბილისი (GBC) - სილქ ბანკმა დაკრედიტება გაზარდა. 1 მარტის მდგომარეობით, სასესხო პორტფელი 19 მლნ ლარს აღემატება (01.03.2022 -₾ 16,03 მლნ). 

სავალუტო კრედიტების (₾ 6.9 მლნ) წილი 36%-მდეა გაზრდილი. გაზრდილია ბანკის დეპოზიტების პორტფელი და 20 მლნ ლარს აღწევს. მ.შ. 13.2 მლნ ლარის უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული.

ფიზიკური პირების ანაბრებზე (მიმდ. ანგარიშები, მოთხოვნამდე და ვადიანი დეპოზიტები) 4.04 მლნ ლარი მოდის.

„სილქ ბანკის“  2 თვის ზარალი ნახევარი მილიონი ლარია. 

 

01.03.2023  ₾

01.03.2022  ₾

აქტივები

82,593,428

93,638,000

სესხები

19,065,008

16,025,000

დეპოზიტები

19,901,000

12,868,000

მოგება (ზარალი)

(555,692)

(359,000)

წყარო: კომერციული ბანკი

  (ბიზნესპარტნიორი)