თბილისი (GBC) – TBC Capital ელის რომ მომდევნო წლის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.85-ის ფარგლებში იქნება. მიმდინარე წლის საშუალო კურსი კი 2.7-ია, მაშინ როდესაც 2021 წელს საშუალო კურსი 3 ლარის და 10 თეთრის ფარგლებში იყო რაც ისტორიული მაქსიმუმია. 

რაც შეეხება 2024 წელს საინვესტიციო ბანკში ელიან რომ კურსი 2 ლარის და 75 თეთრის ფარგლებში იქნება. აღსანიშნავია რომ მიმდინარე წელს ლარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამყარებული ვალუტაა. აღნიშნულს კი რამდენიმე მიზეზი განაპირობებს - მიგრანტების ფონზე გაზრდილი ფულადი გზავნილები, რომელიც ისტორიულ მაქსიმუმზეა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, რომელიც 11%-ზე ნარჩუნდება. 


რაც შეეხება ლარის კურსს ევროსთან მიმართებით, მოლოდინია რომ ლარი ევროსთან გაუფასურდება და ერთი ევროს ფასი 3 ლარს გადასცდება, მაშინ როდესაც მიმდინარე წლის საშუალო მაჩვენებელი 2 ლარი 86 თეთრი იყო. თუმცა გასათვალისწინებელია რომ 2021 წელს ერთი ევროს ფასი 3 ლარის და 50 თეთრის ფარგლებში იყო. 
2022 ევროსთვის რეკორდული გაუფასურების წელი აღმოჩნდა. შემოდგომაზე ევროს ფასი დოლარზე ნაკლებიც იყო. სავარაუდოა რომ მომდევნო წელს ევროს ღირებულება გაიზრდება და დოლართან მისი კურსი 1.1-ის ფარგლებში იქნება.