თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC-მ 2024 წელი 56,287,900 აქციით დახურა (თითოეულის ნომინალური ღირებულება 1 პენი), საიდანაც ხაზინაში არცერთი აქცია არაა განთავსებული, ანუ თითოეულ აქციას ხმის უფლება აქვს. 

წლის ბოლო დღე, 31 დეკემბერი კი თითო აქციის ფასი  £31.2-ით დაიხურა. შესაბამისად, ჯგუფის კაპიტალიზაციამ წლის ბოლოს,  £1,756,182,480 შეადგინა.

ამავე პერიოდისთვის ხაზინაში მხოლოდ ის აქციები იყო განთავსებული, რომელიც წინა პერიოდში გამოცხადებული აქციების გამოსყიდვის პროგრამის ფარგლებში იყო შეძენილი და ამავე პერიოდში ყოველკვირეული გაუქმების მოლოდინში იყო. კერძოდ, მათ შორის, 31-შივე ჯგუფმა 2,760 ცალი გასაუქმებელი აქცია გამოისყიდა საშუალო ფასით  £31.38.

2025-ში კი გამოსყიდვები 2 იანვრიდან განახლდა და ბოლო, 7 იანვრის მდგომარეობით, გამოსყიდული აქციების რაოდენობამ 12,259 ერთეული შეადგინა. ტრანზაქციებში მინიმალური ფასი  £30.05, ხოლო მაქსიმალური ფასი  £31.5 დაფიქსირდა.

ბოლო, 7 იანვრის ტრანზაქციის შესაბამისად კი, კომპანიას გამოსყიდული აქციების გაუქმების შემდგომ 56,275,641 ჩვეულებრივი აქცია ექნება. 7 იანვარს ბირჟა TBCG-სთვის  £30.55-ით ჩაიხურა.