თბილისი (GBC) – TBC Bank Group PLC (TBC PLC) და Bank of Georgia Group PLC (BOGG) ინვესტორებს საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშებზე, განმარტებას უკეთებენ. 

კერძოდ, TBC PLC განმარტავს, რომ სს TBC Bank-ის არააუდირებული წმინდა მოგება (9M23-სთვის) შეადგენს 803.75 მლნ ლარს, რაც ცალკეულად ქართული ბანკისგან მიღებული მოგებაა და არა ჯგუფის კონსოლიდირებული მოგება. აქვე განმარტავს, რომ 1H23-ში ბანკის მოგება 530.3 მლნ ლარი იყო, როცა ამავე პერიოდში ჯგუფის კონსოლიდირებული მოგება 548 მლნ ლარი.

რაც შეეხება BOGG-ს, აქციონერებს ატყობინებს, რომ მხოლოდ საქართველოს ბანკის არააუდირებული 9M23-ის მოგებამ, რომელიც სებმა გამოაქვეყნა 981.9 მლნ ლარს შეადგენს. იგივე თვალსაჩინოებისთვის, საქართველოს ბანკის 1H23-ის წმინდა მოგება 651.1 მლნ ლარი იყო, როდესაც ჯგუფის კონსოლიდირებულმა მოგებამ იმავე პერიოდში 709.9 მლნ ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, 9M23-ის ანგარიშს TBC PLC 9 ნოემბერს აქვეყნებს, ხოლო BOGG კი 14 ნოემბერს.