თბილისი (GBC) - ტერაბანკმა პროდუქტების ელექტრონული ხელმოწერით მიღების შეთავაზებაზე განაცხადა.

თუმცა ანგარიშის გახსნა კვლავ შეუძლებელია. მომხმარებელი ფილიალში უნდა მივიდეს. ამის შემდეგ ბარათის შეკვეთა, დეპოზიტის გახსნა, სატარიფო პაკეტების გააქტიურება და სხვა ოპერაციები უკვე შეეძლება.

ეს მაშინ  დასჭირდება თუ ანგარიშის გახსნისას  ინტერნეტ და მობაილბანკზე უარს იტყვის.

რადგან ანაბრის გახსნა, სადეპოზიტო სერტიფიკატით სარგებლობა, პლასტიკური ბარათის შეკვეთა, სატარიფო პაკეტების გააქტიურება, სხვა სერვისები და პროდუქტები, ინტერნეტ და მობაილ ბანკით, ელექტრონული ხელმოწერის გარეშეც ხელმისაწვდომია.

სავარაუდოდ ელექტრონული ხელმოწერა ტერაბანკის მომხმარებელს ძირითადად საოპერაციო დოკუმენტაციის გასაახლებლად დასჭირდება (გასაფორმებლად სერვისცენტრში უნდა მივიდეს).

ბანკის ინფორმაციით, ელექტრონული ხელმოწერა პლატფორმა Signify-სთან თანამშრომლობით დაინერგა. რაც ტერაბანკის დიჯიტალიზაციის ინიციატივის ნაწილია. 

წყარო: BRG