თიბისი ბანკი მიმდინარე და მოთხოვნამდე დეპოზიტის ანგარიშიდან განაღდების საკომისიოს 200%-ით  ზრდის, 0.2%-დან, 0.6%-მდე. ცვლილება ფიზიკური პირებისთვის 20.10.2023-დან ამოქმედდება.

20.11.2023-დან კი მოთხოვნამდე ანაბარსაც შეეხება. "ჩემი სეიფის" და შემნახველი ანაბრის ანგარიშიდან თანხის ფილიალიდან გატანისას ასევე წესდება 0.6%-იანი საკომისიო, 0.25%-ის ნაცვლად. "ჩემი სეიფის" განთავსების ტარიფი 10 ლარია, მობაილბანკით - 0. "შემნახველი ანაბარიც 10 ლარად თავსდება და ასევე აქვს თვიური მომსახურების 0.90 ლარიანი საკომისიო.

ასევე, 20 ნოემბრიდან მეანაბრის ქეშად შეტანილი თანხის ფილიალიდან გამოტანაც ფასიანი გახდება და საკომისიო განისაზღვრება ასევე 0.6%-ით. ახლა 0.2%-იანი საკომისიო, საანაბრე ანგარიშიდან განაღდებულ (ფილიალში) მხოლოდ იმ ნაწილზეა, რომელიც მეანაბრემ სხვა არხებით შეიტანა, მ.შ. TBC pay-თ, ან შემნახველი ანაბრის ანგარიშზე სხვამ ჩაურიცხა.

მომსახურების ტარიფებში ცვლილებების I რაუნდი ამ გაზაფხულზე იყო. რომელიც საცალოსთან ერთად კორპორაციულ კლიენტებსაც შეეხო. ლარში გადარიცხვების ცვლადი საკომისიო ფიქსირებული გახდა. 

ძველი სატარიფო სქემით, ფიზიკური პირებისთვის ინტერნეტ და მობაილ ბანკით გადარიცხვის საკომისიოს განაკვეთი 0.07% -ით, მინ. 0.90 ლარი, მაქს. 100 ლარი იყო.  მაისიდან ზედა ზღვარი შემცირდა. გადარიცხვის მოცულობის  მიხედვით საკომისიო 1, 2, 5, 50 ლარით განისაზღვრა, არაუმეტეს 50 ლარისა.