თბილისი (GBC) - ბანკების ანაბრების პორტფელი (ვადიანი, მოთხოვნამდე და მიმდ. ანგარიშები) ივნისის მდგომარეობით 53  მლრდ ლარამდეა. წლიურად 16%-იანი ზარდაა.

მაისში, ვადიანი დეპოზიტები 92 მლნ ლარით გაიზარდა (+0.4%m.m)  (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.45%-ით შემცირდა). სებ-ის სტატისტიკით, მოთხოვნამდე დეპოზიტები 543 მლნ ლარით გაზრდილია(გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კლებაა 0.53%-ით).

არასაბანკო დეპოზიტების 72.4% სისტემურ 2 ბანკზე მოდის.

TOP-5 ბანკი დეპოზიტებით (000 ₾)
  01.06.2024 8m/2023
საქართველოს ბანკი 19 801 700 18,658,247
თიბისი ბანკი 18 560 500 17,132,050
ლიბერთი    3 024 200 2,749,893
ბაზისბანკი    2 327 900 1,975,387
ქართუ    1 230 700 1,215,173

წყარო: კომერციული ბანკები  (000 ₾)

მონაცემები შედარებულია 2023 -ის 8თვის მაჩვენებელს, რადგან 7 თვემდე  სტატისტიკა წარმოებდა GAAP-ით, მას შემდეგ IFRS -ით