თბილისი (GBC) - სების ინფორმაციით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით -29.5 მლრდ აშშ დოლარი (-82.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს -93.3%-ია (წინა პერიოდის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი  -96.9% იყო). წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 779 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 16.2 მლრდ აშშ დოლარია (45.4 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 157 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

სების ინფორმაციით, მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 45.6 მლრდ აშშ დოლარი (128.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 622 მლნ აშშ დოლარით ჩამოუვარდება.