თბილისი (GBC) - უკრაინის უმაღლესმა რადამ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ოშჩადბანკის ყოფილი მმართველი ანდრეი პიშნი დაამტკიცა.

სააგენტო RBC-Ukraine-ს ცნობით, პუშნიმ ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე კირილ შევჩენკო ჩაანაცვლა, რომელიც ამ პოსტს 2020 წლის ივლისიდან იკავებდა.

ანდრეი პიშნიმ რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ომის პერიოდში გარკვეული შეზღუდვების მომხრეა და აღნიშნა, რომ ადეკვატურ საპროცენტო განაკვეთად 25%–ს მიიჩნევს.

პიშნის თქმით, იგი დოლარის კურსის პროგნოზისგან თავს შეიკავებს, თუმცა თქვა, რომ არსებული კურსი მიმდინარე ეკონომიკურ რეალიებს პასუხობს.

პიშნიმ დასძინა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ეროვნული ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვისთვის, რისთვისაც $30 მლრდ–ა საჭირო.