თბილისი (GBC) – უცხოური ვალუტის სესხებთან დაკავშირებული რისკების შემცირების მიზნით, სებ-ი  სავალუტოპ დაკრეიტების ზვარს კიდევ ზრდის, ნახევარი მილიონით, 1.5 მილიონ ლარამდე.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ცვლილება თებერვლიდან ამოქმედდება.

ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ცვლილება შეეხო როგორც იპოთეკურ ისე  ბიზნეს (მცირე და საშუალო) სესხს.

„ლარიზაციას სტაბილურად მზარდი მაჩვენებელი აქვს, თუმცა გარკვეულ სეგმენტებში სესხები კვლავ გაიცემა რისკებისგან დაუცველ მსესხებლებზე. შესაბამისად, ეროვნული ბანკის გაცხადებული სტრატეგიის ფარგლებში ზღვრის 1 მლნ-დან, 1.5 მლნ ლარამდე გაზრდა გადაწყდა. ამით დამატებით დავიცავთ როგორც ამ სეგმენტში იპოთეკურ მსესხებლებს, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს", - განაცხადა დავით უტიაშვილმა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი კვლავ დააკვირდება დოლარიზაციის ტენდენციებს და იმედოვნებს, რომ ფინანსური დოლარიზაციის შემცირება გაგრძელდება.