• თაღლითობის საერთო ქულა Visa-ს მიერ Featurespace-ის შესყიდვის შემდეგ ბაზრისთვის შეთავაზებული პირველი კომბინირებული მეთოდია.

  • A2A Protect 50 %-ით ამცირებს თაღლითობის შემთხვევებს, ხოლო თაღლითობის ცრუ განგაშის რაოდენობას - 40 %-ით.

თბილისი (GBC) – ციფრული გადახდების გლობალურმა ლიდერმა, Visa-მ (NYSE: V), A2A Protect-ის გაუმჯობესებული ვერსია წარადგინა. მისი მეშვეობით ბანკებს ანგარიშებს შორის თაღლითობის აღკვეთა მომხმარებლის ანგარიშიდან თანხის მოხსნამდე შეუძლიათ. სიახლეებს შორისაა თაღლითობის ერთიანი ქულა, Visa-ს მიერ Featurespace ტექნოლოგიის ბაზარზე გამოყენების პირველი შემთხვევა, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს თაღლითობისა და ცრუ განგაშის შემთხვევების შესამცირებლად უფრო სწრაფ და მკაფიო სიგნალებს აწვდის.

ანგარიშებს შორის (A2A) გადახდების პოპულარობა მთელ მსოფლიოში იზრდება. პროგნოზის მიხედვით, 2028 წლისთვის 5.8 ტრილიონს გადააჭარბებს, რაც 2024 წლის მონაცემზე 160%-ით მეტია.[1] A2A Protect იყენებს მოწინავე ხელოვნურ ინტელექტსა და ტრანსფერულ სწავლებას, რის საფუძველზეც ბანკები გლობალური A2A ტრანზაქციების შესახებ კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფორმაციას დაუყოვნებლივ იღებენ ისე, რომ თვეების განმავლობაში საკუთარი მონაცემების დამუშავება ან სხვა ბანკების ლოდინი არ სჭირდებათ. ეკოსისტემაში ჩართულ ბანკებს სამომავლო საფრთხეების უკეთ აღმოსაჩენად ქსელური დონის სიგნალების ინტეგრირებაც შეუძლიათ.

„თაღლითები ნებისმიერი ტიპის გადახდებზე ნადირობენ, ამიტომ ფინანსური დაწესებულებებისთვის აუცილებელია რისკის შესახებ გაფრთხილება მაქსიმალურად სწრაფად მიიღონ ისე, რომ ლეგიტიმური გადახდები არ შეფერხდეს“, - ამბობს უოლტერ ლირონი, Visa-ს ვიცე-პრეზიდენტი, Value-Added Services-ის ხელმძღვანელი CEMEA-ს რეგიონში. – „ბანკებისთვის თაღლითობის მეტი მცდელობის უფრო სწრაფად აღმოსაჩენად უსაფრთხოების დამატებითი რგოლის შესაქმნელად A2A Protect აერთიანებს Visa-ს ცოდნასა და Featurespace-ის ტექნოლოგიას“.

ინფორმაციის გაცვლის ქსელში ჩართულ ფინანსურ დაწესებულებებს A2A Protect ინფორმაციას აწვდის თაღლითობის ახალი კერებისა და კოორდინირებული თაღლითობის შესახებ. ცალკეული ბანკებისთვის ამის შემჩნევა ძნელია, ერთიან ეკოსისტემაში კი საფრთხეების აღმოჩენა მარტივდება. ამგვარად, ფინანსური დაწესებულებები რისკებს უფრო ადრე და ნათლად დაინახავენ, რაც მათ თაღლითობის მცდელობების ავტორიზაციამდე დაფიქსირებაში დაეხმარებათ.

ბანკების უკვე არსებულ სისტემებში A2A Protect-ის ინტეგრირება სულ ერთი API-ს მეშვეობით ხდება, რაც დანერგვის დროსა და სირთულეს ამცირებს. თითოეული გაფრთხილება მოიცავს სასაუბრო ენაზე ახსნილ ინფორმაციას განგაშის მიზეზის შესახებ. შესაბამისად, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა სწრაფად, ლეგიტიმური მომხმარებლების შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

Visa-ს მხრიდან თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ Visa.com/security.

Visa-ს შესახებ

Visa (NYSE: V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური,მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge.