თბილისი (GBC) -ტრანსფერებში ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხვების წილი მცირდება

თებერვალში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი Unistream – თ გადმოირიცხა, 144  მლნ აშშ დოლარზე ($) მეტი. თუმცა წინა თვესთან შედარებით აღნიშნული სისტემით ტრანსფერების 30 %-იანი (m.m) კლება აღინიშნება (01/2023 -$207 მლნ).

Unistream

 $ 144 523 500

Zolotaia korona

 $ 67 144 300

RIA

 $ 51 493 600

Western union

 $ 33 739 200

წყარო: სებ

სებ-ის სტატისტიკით, მთლიანად თებერვალში გადმორიცხვები შემცირებულია, 16%-ით (m.m). საანგარიშო თვეს ქვეყანაში $ 372.3 მილიონი  შემოვიდა, იანვარში კი $ 445 მლნ-მდე.

ევროკავშირის  ქვეყნებიდან  ჩარიცხვები წლიურად (Y.Y) 16.5%-ით გაზრდილია, თუმცა მთლიან გადმორიცხვებში წილი შემცირებულია, 24.5%-მდე.

რადგან დანარჩენი ქვეყნებიდან ტრანსფერები 167%-ით არის გაზრდილი, რუსეთიდან 754%-იანი (Y.Y) მატების ხარჯზე.

შარშან  ანალოგიური პერიოდისთვის ევროკავშირის ქვეყნების კონტრიბუციაზე 43% მოდიოდა. რუსეთიდან კი წლევანდელი შვიდასპროცენტიანი  ზრდის  საპირისპიროდ კლება იყო -13% (Y.Y)

საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორი ქვეყნები ევროკავშირიდან

 

02/2023      

იტალია 

$ 38.9 მლნ 

საბერძნეთი

$ 28.59 მლნ

გერმანია

$ 18.07 მლნ

წყარო: სებ-ი

საქართველოს მსხვილი დონორია აშშ-ი, 30 მლნ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის გადმორიცხვებით (+44%Y.Y) და ისრაელი, საიდანაც თებერვალში 16.4 მლნ აშშ დოლარია ჩარიცხული (+16.4%Y.Y)