თბილისი (GBC) - ფულად გზავნილებში რუსეთიდან ტრანსფერების წილი შემცირდა, 13%-ს ჩამოსცდა. 18.6%-იანი წილით კი დონორ ქვეყნებში აშშ ლიდერობს.

სებ-ის სტატისტიკით,  ოქტომბერში აშშ -დან 59.3 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. 

სულ, ქვეყანაში $318.7 მილიონი შემოვიდა. მ.შ. ევროკავშირის სახელმწიფოებიდან  $143.3 მილიონი.

ფულადი ნაკადების შემოდინების ტემპის შენარჩუნების მოლოდინს ამყარებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ოცნების ხელისუფლებისგან ინტეგრაციის პროცესის შეჩერების მიუხედავად მოსახლეობაში პროდასავლური განწყობები არ იცვლება.

ევროკავშირის ქვეყნებიდან გზავნილების წილი გადმორიცხვებში, წლიურად, 15%-ით გაზრდილია, 45%-მდე. თუმცა დონორების რეიტინგში ბოლო თვეებია რუსეთის პოზიციაც მყარდება. ოკუპანტი ქვეყანა, ტრანსფერების წლიური 20.2%-იანი ზრდით წამყვან პოზიციაზეა.

გზავნილების რაოდენობით - 142 700 იტალია ლიდერობს (№2 რუსეთი -123 900, №3 აშშ - 118 500

 საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორი ქვეყნები ევროკავშირიდან +აშშ

 

  10/25       $

შშ

59.27 მლნ

იტალია

53,17 მლნ

გერმანია

29,61 მლნ

საბერძნეთი

25,81 მლნ

წყაროსებ-