თბილისი (GBC) - ბანკების დაკრედიტება  ივნისში, 2%-ით, ₾ 66.2 მლრდ-მდე გაიზარდა, წლიური ზრდა კვლავ 15.6%-მდეა. 

რეზიდენტი იურიდიული პირების 30 მილიარდიან პორტფელში სავალუტო სესხების წილი  60%-ს ჯერ კიდევ ვერ ჩამოსცდა. დოლარიზაციის კოეფიციენტი 63.7%-ია.

საცალოში უცხოური ვალუტით დენომინირებული კრედიტების წილი 24%-ს არ აღემატება, თუმცა დილარიზაციის კოეფიციენტი გაზრდილია, 0.2%პ-ით. . 

შემცირებულია მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტიც, 56.9% -მდე (L/m - 57.13%; L/Y  - 57.3%). 

როგორც სებ-ს აქვს გაცხადებული, სავალუტო დაკრედიტების მორიგმა შეზღუდვამ  (1 აგვისტოდან ზღვარი 750 000 ლარამდე იზრდება), რეგულატორის მოლოდინით, სავალუტო დაკრედიტება $150 მილიონით უნდა შეამციროს, წინა რაუნდი ( 500 000 მდე გაზრდა) წლიური გაცემების $100 მლნ-ზე მეტით კლებაზე, იმის წინა (400 000) კი $180 მლნ-ით შემცირებაზე იყო გათვლილი.