თბილისი (GBC) - საქართველოსი აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ იმ პირების სასამართლო პროცესებს, რომლებიც დაკავების ან პატიმრობის დროს სავარაუდოდ პოლიციამ სცემა ან მათზე იძალადა.

საელჩოში აღნიშნავენ, რომ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის ადამიანების მიზანში ამოღება ძირს უთხრის დემოკრატიას.

"აშშ-ის საელჩოსა და სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ საქართველოს იმ მოქალაქეების სასამართლო პროცესებს, რომლებიც დაკავების ან პატიმრობის დროს სავარაუდოდ პოლიციამ სცემა ან მათზე იძალადა.

ადამიანების მიზანში ამოღება გამოხატვის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო, ძირს უთხრის საქართველოში სამართალს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას", - აცხადებენ საელჩოში.