თბილისი (GBC) - ბედნიერების მსოფლიო ინდექსის 2025 წლის ანგარიშში (World Happiness Report) საქართველო 147 ქვეყანას შორის 91-ე ადგილზეა. საქართველოს რეიტინგი ამ კვლევაში 2024 წლის იდენტურია. ამ მონაცემებით, საქართველო ჩამორჩება რეგიონის ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა, რუსეთი (66-ე ადგილი) და სომხეთი (87-ე ადგილი), თუმცა უსწრებს თურქეთსა (94-ე ადგილი) და აზერბაიჯანს (106-ე ადგილი).

ბედნიერების მსოფლიო ინდექსში რეიტინგის ათეული შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ფინეთი
  • დანია
  • ისლანდია
  • შვედეთი
  • ნიდერლანდები
  • კოსტა რიკა
  • ნორვეგია
  • ისრაელი
  • ლუქსემბურგი
  • მექსიკა

რეიტინგის ბოლო ადგილებზე გავიდნენ იემენი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მალავი, ლიბანი, სიერა ლეონე. ბოლო, 147-ე ადგილზე კი ავღანეთია.

World Happiness Report-ის რეიტინგს გაეროს დაკვეთით 2012 წლიდან ადგენენ, რომელიც ტრადიციულად 20 მარტს, გაეროს ბედნიერების საერთაშორისო დღეს გამოდის.