თბილისი (GBC) - სინგაპურის სასამართლოს თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შვეიცარიული ბანკისგან 743 მილიონი უნდა მიეღო, თუმცა ახლა ეს თანხა 282 მილიონი დოლარით შემცირდა და 461 მილიონამდე შემცირდა. ინფორმაციას Bloomberg, UBS Group AG-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო Bloomberg წერს, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ივანიშვილმა UBS-ის საკუთრებაში არსებული Credit Suisse-ის წინააღმდეგ მრავალწლიანი დავა საბოლოოდ მოიგო. ამის შემდეგ გახდა საჭირო თავიდან შეფასებულიყო ივანიშვილისთვის კომპენსაციის სახით გადასახდელი თანხის მოცულობა.