თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 1Q26-ში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში ₾24.7 მლრდ-ს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 1Q26-ში 2.3%-ით განისაზღვრა.

1Q26-ში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (36%), ტრანსპორტი და დასაწყობება (18%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (5.5%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (11.7%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (14.5%).

კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-3.3%) და მშენებლობა (-2%).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (13.2%) და ინფორმაცია და კომუნიკაცია (10.4%). შემდეგ პოზიციებს იკავებს  უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10%), დამამუშავებელი მრეწველობა (8.2%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (7.2%), განათლება (6.5%), მშენებლობა (6.4%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.1%) და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.9%).

დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2026 წლის 16 ნოემბერს.