თბილისი (GBC) – აშშ–ის პრეზიდენტის მიერ საქართველოში ახალ ელჩად წარდგენილი რობინ დენიგანი წლების განმავლობაში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო ენერგეტიკული დიპლომატიის საკითხებში. კარიერული დიპლომატი ახლო აღმოსავლეთში, აზიაში, ევროპაში, დასავლეთ ევროპასა და აფრიკაში აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროს მუშაობაზე იყო პასუხისმგებელი. 

ჯო ბაიდენმა რობინ დენიგანის კანდიდატურა საქართველოში აშშ–ის ელჩის თანამდებობაზე 13 თებერვალს წარადგინა.

დანიგანი კარიერის განმავლობაში მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და სალვადორში.

რობინ დანიგანი საქართველოში კელი დეგნანს შეცვლის, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩად 2020 წლიდან მსახურობს.