თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $9,79 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.3%-ით მეტია. 

აქედან, ექსპორტი $2,59 მლრდ იყო (გაიზარდა 14.6%-ით), ხოლო იმპორტი $7,19 მლრდ (გაიზარდა 12.8%-ით).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-მაისში $4,6 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47%-ია.