თბილისი (GBC) – ევროკავშირის 27 ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენლებმა პარასკევის შეხვედრაზე მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას, ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ. ამის შესახებ პროკრემლისტური სააგენტო ТАСС ევროკავშირის საბჭოში ერთ–ერთი ქვეყნის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

„დიახ, მუდმივმა წარმომადგენლებმა დღეს დილით შეათანხმეს ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი“, – უთხრა სააგენტოს წყარომ.

დიპლომატის თქმით, ახლა ეს დოკუმენტი ფორმალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ, რაც შესაძლოა 27 იანვარს მოხდეს, გაერთიანების 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე.