თბილისი (GBC) – ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.
შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაინერმა ბრიუსელში მიმდინარე პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც თბილისის დროით დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყო.
"დასკვნა რეკომენდაციას იძლევა კომისიის მხრიდან, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს ზოგიერთი რეფორმა", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ევროკავშირის ლიდერები საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებენ.