თბილისი (GBC) - „ის, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, არის ჩვეულებრივი რეპრესიები უბრალოდ განსხვავებული აზრის წინააღმდეგ", - 

გახარია ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, იმოქმედონ დროულად საქართველოს მოქალაქეების დასაცავად.

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“გავრცელებულ განცხადებაში შეფასებულია რეჟიმის დამოკიდებულება მშვიდობიანი აქციის მიმართ და პირდაპირ კვალიფიცირდება რეპრესიებად.

ვრცელდება ინფორმაცია 4 დეკემბერს დაკავებულებზე. „ლელოს” წევრის საბა ბუაძის თქმით, დააკავეს პარტიის წევრები, ვეფხია კასრაძე და ვასო კაძელაშვილი.

იმ მიზეზით, რომ თითქოს ისინი "ძალადობრივ გეგმაზე" საუბრობდნენ, რასაც თითქოს ადასტურებს სამთავრობო არხებზე გასული, აქციის ამსახველი ვიდეო. 

ასევე „გირჩი-დროას“ ოფისთან დაკავებულია ნიკა გვარამია (პარტია "ახალი") და გელა ხასაია („გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის”). გაჩხრიკეს ჯგუფის „დაიტოვე“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ილია ღლონტის სახლი, სადანაც მისივე თქმით, ამოღებულია პირადი მობილური, ტექნიკა და ლეპტოპი.

„ეს იყო დაშინება და იმის მცდელობა, რომ ადამიანებმა შეწყვიტონ პროტესტი. მე ყველას მოვუწოდებ, რომ პირიქით, მეგობრებო, თქვენ თუ დღეს ხმას არ ამოიღებთ, ზუსტად იმავენაირად მოხდება ყველაფერი, როგორც ჩემ მიმართ მოხდა და ხვალ, ზეგ, თქვენ თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო, იმის გამო, რომ „ფეისბუკზე“ დამოუკიდებელ აზრს დაწერთ, მოგადგებიან თქვენც. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეშინდეთ! ბრძოლა ახლა იწყება! ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად! მე ვსაუბრობ ამას იმ ბავშვების, დიდების, იმ ადამიანების სახელით, ვისაც აქციებზე ყოველდღე ვუყურებ. ეს არის ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანების მიმართ ძალადობა, დაშინება. უნდათ ვიღაცამ საკუთარი მოქმედება, თავისუფალი აზრის გამოხატვა შეაჩეროს...”, - განაცხადა ილია ღლონტმა.

სამართალდამცველებმა მოძრაობა „დაფიონის“ წევრი ზვიად ცეცხლაძეც დააკავეს.