თბილისი (GBC) - ევროკავშირის ელჩი ორშაბათს, 9 დეკემბერს, ვიზიტით თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში იმყოფებოდა – მან გასული დღეების განმავლობაში აქციებზე მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე საპოლიციო ძალების მხრიდან ფიზიკური ძალადობა დაგმო და აღნიშნა, რომ ეს არის „ამაზრზენი”.

„ევროკავშირი მტკიცედ უდგას გვერდში მათ, ვინც ადამიანის უფლებებს საქართველოში და მთელ მსოფლიოში იცავს. უფლებადამცველების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა – რასაც ამჟამად საქართველოში ვხედავთ – არის ამაზრზენი და აშკარად შეუთავსებელი ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან. მსგავსი ქმედებების მიმართ არანაირი ტოლერანტობა და დაუსჯელობა არ უნდა იყოს “, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.

ორშაბათს ელჩი ასევე შეხვდება სახალხო დამცველს, რის შემდეგაც ჰერჩინსკი კომენტარს გააკეთებს.