თბილისი (GBC) - International School of Economics-ის (ISET) ინფორმაციით, ინსტიტუტის ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების კვოტები მნიშვნელოვნად შემცირდა. განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება მიღებულია მიუხედავად პროგრამების მაღალი აკადემიური მაჩვენებლებისა და საერთაშორისო აღიარებისა.
GBC ISET-ის განცხადებას სრულად გთავაზობთ:
"ISET-ის ეკონომიკის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას, მისაღები სტუდენტების კვოტა შეუმცირდა 40%-ით (165-დან 100-მდე), მიუხედავად იმისა, რომ:
- ერთადერთი საერთაშორისო აკრედიტაციის (FIBAA) მქონე ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაა ქვეყანაში
- ერთადერთია (ეკონომიკაში), რომელსაც ორმაგი დიპლომის პროგრამა აქვს ევროპულ უნივერსიტეტთან
- 6 წელია ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტების #1 არჩევანია ეკონომიკაში
- სტუდენტების 98%-ს სახელმწიფო გრანტი აქვს მოპოვებული
- სტუდენტების 54%, ანუ ყოველი მეორე, სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია
- აქვს კურსდამთავრებულების 99%-იანი დასაქმების მაჩვენებელი და ბაზრის მხრიდან ძალიან მაღალი მოთხოვნა.
ISET-ის ეკონომიკის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას მისაღები სტუდენტების კვოტა შეუმცირდა 50%-ით (30-დან 15-მდე), მიუხედავად იმისა, რომ:
- ერთადერთი საერთაშორისო აკრედიტაციის (FIBAA) მქონე ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაა
- ერთადერთია, რომელსაც ორმაგი დიპლომის პროგრამა აქვს ევროპულ უნივერსიტეტთან
- 70-მდე კურსდამთავრებული სრული დაფინანსებით მიიღეს სადოქტორო პროგრამებზე, ამერიკისა და ევროპის წამყვანმა უნივერსიტეტებმა
- აქვს კურსდამთავრებულების 98%-იანი დასაქმების მაჩვენებელი და ბაზრის მხრიდან ძალიან მაღალი მოთხოვნა.
ISET-ის ფინანსების ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას მისაღები სტუდენტების კვოტა შეუმცირდა 58%-ით (35-დან 15-მდე), მიუხედავად იმისა, რომ:
- ერთადერთი პროგრამაა ქვეყანაში, რომელიც აფილირებულია CFA ინსტიტუტთან, რაც ამ სფეროს ოქროს სტანდარტია
- პროგრამა 3 წლის წინ შეიქმნა, სწორედ ბაზრის მხრიდან ძალიან მაღალი მოთხოვნის საფუძველზე".