თბილისი (GBC) - მოქალაქეებისა და აქტივისტების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას - ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერებასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე ბოლო დღეების განმავლობაში აპროტესტებდნენ, იუსტიციის სახლში შევიდნენ და თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს.
პროტესტის მონაწილეები ასევე ითხოვენ აქციებზე უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლებასაც.
ისინი შენობაში საყვირებითა და ბანერებით იყვნენ შესულები, იუსტიციის სახლის დაცვის სამსახურმა კი მათ შენობა დაატოვებინა და ხმაურისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
მოქალაქეებისა და აქტივისტების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას - ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერებასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე ბოლო დღეების განმავლობაში აპროტესტებდნენ, იუსტიციის სახლში შევიდნენ და თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს.
პროტესტის მონაწილეები ასევე ითხოვენ აქციებზე უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლებასაც.
ისინი შენობაში საყვირებითა და ბანერებით იყვნენ შესულები, იუსტიციის სახლის დაცვის სამსახურმა კი მათ შენობა დაატოვებინა და ხმაურისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები - „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“ და ასევე ბანერები, სადაც დაკავებული და ნაცემი პირები არიან გამოსახული.
დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა შენობაში შესასვლელი კარი ჩაკეტეს და მოქალაქეებს შენობაში შესვლას უზღუდავენ.
იუსტიციის სახლიდან გამოყვანილი აქტივისტები ახლა შენობის გარე ტერიტორიაზე იმყოფებიან და პროტესტის გამოხატვას განაგრძობენ.
იუსტიციის სახლში მუშაობა შეჩერებულია.