თბილისი (GBC) - ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე, ბრიუსელში „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს საქართველოს შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა, "ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ დაკავებებით, ვგულისხმობ ადამიანების დაპატიმრებებს".

მისი თქმით, ზეწოლას ახდენენ იმ ადამიანებზე, რომლებიც ახორციელებენ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.

„ვახორციელებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, რომლებიც ფაქტობრივად ახორციელებენ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“, - აღნიშნა კალასმა.

დღეს, 17 მარტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განიხილება უკრაინის საკითხი და დაგეგმილია ვიდეოკონფერენციის რეჟიმში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან მოსაზრებების გაცვლა. ევროპელი მინისტრები ასევე იმსჯელებენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, კერძოდ, ღაზის სექტორთან, სირიაში განვითარებულ მოვლენებსა და ირანთან დაკავშირებით. ამას გარდა, მინისტერიალის დღის წესრიგშია აშშ-ევროკავშირის ურთიერთობების საკითხი.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში გაიმართება კონფერენცია სირიის საკითხზე.