თბილისი (GBC) -  საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისგან, რომელთაგან 3 მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3 მოსამართლეს სრული შემადგენლობის არანაკლებ 3/5 უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, 3-ს კი ნიშნავს უზენაესი სასამართლო.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა გიორგი კვერენჩხილაძეს 2 ოქტომბერს ეწურება.