თბილისი (GBC) – ჯეკი ჩანი Kaspi.kz-ის ახალი სარეკლამო კამპანიის გმირი გახდა. კომპანიაში წარმოადგინეს სცენარი, რომლის მიხედვითაც, ყაზახეთში რომ ეცხოვრა, მსახიობს ჟაკეჟანი ერქმეოდა. ის ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრებდა და, რა თქმა უნდა, ყაზახებისთვის კარგად ნაცნობ Kaspi.kz-ის სერვისებით ისარგებლებდა.
თუმცა, როცა საქმეში ჯეკი ჩანი ერთვება, ყველაზე ჩვეულებრივი სიტუაციებიც კი შეიძლება ნამდვილ თავგადასავლად იქცეს. ახალი კამპანიის პირველი სარეკლამო რგოლი 22 სექტემბერს გამოვა.
სარეკლამო კამპანიის იდეა ჯეკი ჩანის Kaspi.kz-თან გაცნობის შემდეგ გაჩნდა. კომპანიის ხელმძღვანელმა და თანადამფუძნებელმა მიხეილ ლომთაძემ ჯეკი ჩანს შესთავაზა, Kaspi.kz-ის ერთ-ერთი საყვარელი მომხმარებელი გამხდარიყო და მას პერსონალური Kaspi Gold-ის ბარათი აჩუქა.
ყაზახეთში მსახიობი ასევე მონაწილეობს ფილმ „ღვთის ჯავშანი: ულტიმატუმის“ გადაღებებში, რომლის გენერალური პარტნიორიც Kaspi.kz-ია.
მიხეილ ლომთაძე, Kaspi.kz-ის ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი: „ძალიან გვიხარია, რომ ჯეკი ჩვენი ერთ-ერთი მომხმარებელი გახდა, ახლა კი ახალი სარეკლამო კამპანიის გმირიცაა. ვიმედოვნებთ, ეს ისტორია ჩვენს მომხმარებლებს კარგ განწყობას შეუქმნის“.
როგორი იქნება ჟაკეჟანის მომდევნო დღე ყაზახეთში, კამპანიის შემქმნელები ჯერჯერობით არ ამხელენ.
