თბილისი (GBC) - საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით და სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერთიანებულ სამეფოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრაში მონაწილეობს.

პრემიერის თქმით, ქართული მხარე ევროპელ კოლეგებს გაუზიარებს გზავნილებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავენ საქართველოს როლს ამ თვალსაზრისით. ერთ-ერთი მთავარი თემა ენერგეტიკული დაკავშირებადობაა და ამ ნაწილში ევროპისთვის საქართველოს განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია, რაზეც იმსჯელებენ ევროპელ კოლეგებთან.

ამასთან ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერების მიმდინარე პროექტებზეც აღნიშნა, მათ შორის შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში.

პრემიერის თქნით, ყველა თემაზე, მათ შორის პოლიტიკურზეც ისაუბრებენ .