თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.