თბილისი (GBC) – მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძესა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა ბრძანება მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბრძანების გამოცემიდან ყველა მინისტრი ოფიციალურად უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

პარლამენტმა ირაკლი კობახიძესა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა ხუთშაბათს გამოუცხადა.