თბილისი (GBC) - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევა მიულოცა. 10 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ წერილში პრემიერი ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორულ კავშირებს.

„საქართველოს მთავრობის სახელით, გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევას. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას და ხალხს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. ირანელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის მილოცვაში.

მოჯთაბა ხამენეის არჩევა რეგიონის სხვა ლიდერებმაც მიულოცეს. 9 მარტს მას ოფიციალური მისალოცი წერილები სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც გაუგზავნეს. ამ უკანასკნელმა ირანისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის განკარგულებაც გასცა. 

ირანის ახალ ლიდერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც მიულოცა.

ირანის ექსპერტთა საბჭომ არჩევნები ჩაატარა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომის პირობებში ჩაატარა.

რეგიონში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია, ხოლო წინა ლიდერის ვაჟის არჩევა ირანის მხრიდან აღიქმება როგორც უწყვეტობისა და მკაცრი პოლიტიკური ხაზის გაგრძელების სიგნალი.