თბილისი (GBC) – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან საავიაციო მიმოსვლა მალე აღდგება.

„მოხარული ვარ ადამიანებს შორის კონტაქტების აქტიური განვითარებით. გასულ წელს საქართველოს მშპ 10%–ით გაიზარდა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტურიზმმა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებმა. იმედი მაქვს, მალე შევძლებთ პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას“, – თქვა ლავროვმა პრეს–კონფერენციაზე, რომელზეც რუსული დიპლომატიის 2022 წლის მუშაობა შეაჯამა.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები პუტინის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 20 ივნისის ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ შეწყდა.