თბილისი (GBC) - ლიეტუვამ 10 პირს სავიზო სანქციები დაუწესა. დასანქცირებულთა შორის არიან მოსამართლეები, „ქართული ოცნების“ დეპუტატები და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი.
ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სანქციები ასევე დაუწესდათ:
- ნინო გალუსტაშვილი – მოსამართლე
- ჯვებე ნაჭყებია – მოსამართლე
- ირაკლი შვანგირაძე – მოსამართლე
- მარი მეშველიანი – პროკურორი
- ნათია თათიაშვილი – პროკურორი
- სულხან თამაზაშვილი – „ქართული ოცნების“ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი
- მარიამ ლაშხი – „ქართული ოცნების“ დეპუტატი
- ნინო წილოსანი – „ქართული ოცნების“ დეპუტატი
- რაჟდენ კუპრაშვილი – ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი
- ვიქტორ მეტრეველი – მოსამართლე
მანამდე, ლიეტუვას არასასურველ პირთა სიაში საქართველოს 102 მოქალაქე ჰყავდა შეყვანილი. სიაში შეყვანილ პირებს ლიეტუვაში შესვლა 2029-2030 წლებში ეკრძალებათ.
ლიეტუვამ გასული წლის დეკემბერში სავიზო სანქციები დაუწესა ჯერ ბიძინა ივანიშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 მაღალჩინოსანს, შემდეგ — ირაკლი კობახიძესა და „ქართული ოცნების“ კიდევ 16 წარმომადგენელს.
მიმდინარე წლის მარტში კი ლიეტუვამ დაასანქცირა საქართველოს 74 მოქალაქე, მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლე, ასევე ქართველი მოსამართლეები, პროკურორები და პოლიციელები, მათ შორის ისინი, ვინც ცრუ ჩვენება მისცეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ხელი შეუწყვეს მის უკანონო დაკავებას.
დასანქცირებულია საქართველოს 74 მოქალაქე, მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლე, ასევე ქართველი მოსამართლეები, პროკურორები და პოლიციელები, მათ შორის ისინი, ვინც ცრუ ჩვენება მისცეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ხელი შეუწყვეს მის უკანონო დაკავებას.