თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, კობახიძე სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამს, პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს და სინგაპურის პარლამენტის სპიკერ სია კიან პენგს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრეს–სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ასევე დაგეგმილია ფინტექ კომპანიებთან შეხვედრა, რომლის მთავარი თემა იქნება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები.

პრემიერ-მინისტრი სინგაპურში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.