თბილისი (GBC) - NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შეწუხებულია იმით, რაც საქართველოში ხდება. მისი აზრით, საქართველო უნდა დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ნატოს ქვეყნების არჩევნებში ყოველგვარ ჩარევას ვგმობთ. გვაწუხებს ის, რაც მოლდოვაში მოხდა, კმაყოფილი ვართ შედეგით, მაგრამ აშკარაა რომ ჩარევა იყო. ამავდროულად, მოლდოვის ხელისუფლებამ არჩევნების მათი დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად ჩატარება შეძლო.

რაც შეეხება საქართველოს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაწუხებს ის, რაც საქართველოში ხდება. მოვლენებს თვალს ვადევნებთ. მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ევროკავშირთან და ნატოსთან. ჩვენ ნამდვილად შეშფოთებული ვართ და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვაკვირდებით. რაც შეეხება არჩევნებში ვინმეს ჩარევას ნებისმიერი მხრიდან, ეს მიუღებელია“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.