თბილისი (GBC) – ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოში დღეს, 5 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერებს გამოეხმაურა და თქვა: "გადავწყვიტეთ, რომ არ გვქონდეს არანაირი მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან და ამიტომ ბოლო თვეების განმავლობაში ასეთი შეხვედრები არ ყოფილა არც საქართველოში ჩვენი წარმომადგენლობის მათთან, და არც "ქართული ოცნების" ლიდერების ბრიუსელში".
"რაც შემიძლია გითხრათ, მიმდინარე წლის ივნისში, რამდენიმე თვის წინ, ჩვენ გვქონდა დისკუსია ჩვენს წევრ ქვეყნებთან როგორი მიდგომა გვქონდეს საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელსაც, მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის მიმართ არამეგობრული დამოკიდებულება აქვს, როგორ გავუმკლავდეთ ანტიევროპულ და ანტიდასავლურ ნარატივს და პროპაგანდას, კონსპირაციების თეორიებს", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ელჩმა ყურადღება გაამახვილა 26 სექტემბრის დილას, ქუჩებში პარტია “ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერებზე: „ნება მიბოძეთ, გითხრათ, რომ ეს ბანერები არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი“.
"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ბანერები ორ ნაწილად არის გაყოფილი“არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“. ბანერის ერთ მხარეს უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები, შენობები, ინფრასტრუქტურული ნაგებობებია ასახული, ხოლო მეორე მხარეს საქართველოს ქალაქები. დაბომბილი უკრაინის ქალაქები წარმოდგენილია შავ-თეთრი კადრებით, ხოლო საქართველო - ფერადით.