თბილისი (GBC) - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განცხადებით, რუსეთმა „რესპუბლიკიდან“ მანდარინის იმპორტი აკრძალა.
„რუსულმა მხარემ აკრძალა მანდარინის იმპორტი აფხაზეთიდან სანიტარიული სამსახურების გადაწყვეტილებით“, - აღნიშნა ბგანბამ.
რუსული მედია წერს, რომ აფხაზი ფერმერებისთვის ზამთრის პერიოდში შემოსავლის მთავარი წყარო რუსეთში მანდარინის ექსპორტია და მიმდინარე სეზონზე აფხაზეთიდან რუსეთში 36 000 ტონამდე ციტრუსის იმპორტი იგეგმებოდა.